მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014 წელს დაანონსებული საყოველთაო ინტერნეტიზაცია გურიიდან იწყება

BM.GE
23.07.20 19:43
805
საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი რომ იწყებოდა, ეს პირველად 2014 წელს გაჟღერდა, თუმცა მისი აქტიური განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა, რომ პროექტის იწყება და პირველი რეგიონი გურია იქნება. „მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა“, - თქვა პრემიერმა. მოგვიანებით კი ოდნავ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა ნათია თურნავამ. „რამდენიმე თვეში ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი, სადაც 8 500 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მაღალი ხარისხის, სწრაფ ინტერნეტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მიიღებს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - თქვა მინისტრმა.