28.თებერვალი .2020 10:58

2019 წელი თიბისისთვის

176
უკან

თიბისის 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკმა 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი – 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში.

თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს. ბანკის საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

თიბისიმ გასული წლის სრული ანგარიშისთვის გუშინ 250 მდე ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეკრიბა. მონაგართან ერთად ცხადია იყო საინტერესო პრეზენტაციები ხედვაზე, სტრატეგიაზე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე, ასევე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე და საუბარი მაკროეკონომიკურ გარემოზე.

სტუმარი: ვახტანგ ბუცხრიკიძე - “თიბისი ბანკი”, გენერალური დირექტორი