მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი - გიორგი კაკაურიძე

BM.GE
01.10.19 11:49
1533
2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. ეს არის გეგმა ბიუჯეტისა რომელიც მთავრობის განცხადებით სოციალურ მიმართყლებაზე და ადამიანის კეთილდრეობაზეა ორიენტირებული. პროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც პარლამენტში უნდა დაიწყოს, 2020 წლიდან პენსია 20 ლარით იზრდება, ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებსა და პირველი ჯგუფის შშმ პირებს პენსია კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ.

2020 სასწავლო წლისთვის სკოლის მასწავლებლების ხელფასი 300 ლარით გაიზრდება. იზრდება საბავშო ბაღის მასწავლებელთა ხელფასიც. სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, 2020 სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. 2020 სასწავლო წლისთვის საბავშო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. ჯამში, 2020 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 1,120,000,000 ლარით ზრდა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილიც სოციალური ხარჯებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზრაურების ზრდას მოხმარდება.


სტუმარი: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე