მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.5%-ით დაეცა

BM.GE
29.07.20 18:29
828
2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.5%-ით დაეცა. 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობამ, ჯამურად, 6 მილიარდ 387 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენრგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების კლება პანდემიის ფონზე შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება, რის გამოც როგორც უმსხვილესი ბიზნესები, ასევე ქვეყნის მოქალაქეები შემცირებული მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია.

სტუმარი: მურმან მარგველაშვილი - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი