მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021-ში წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის 73% მიწოდებისას დაიკარგა - „რეფორმეტრი“

BM.GE
03.11.22 11:56
216
რეფორმეტრის“ თანახმად, 2021 წელს საქართველოს წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობიდან 73% (678 მლნ მ3) მიწოდებისას დაიკარგა. გასულ წელს, სისტემაში გაშვებული წყლის მოცულობიდან, მიწოდებისას დაკარგული წყალი 8 მლნ 484 ათასზე მეტ ადამიანს ეყოფოდა. აღსანიშნავია, რომ 2015-2020 წლებში საყოფაცხოვრებო სექტორში წყლის დანაკარგები მიწოდებისას კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა 2021 წლის მდგომარეობით, მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. 

2020 წელს წყალმომმარაგებელი საწარმოების მიერ აბონენტებისთვის მიწოდებული წყლის 65% (492 მლნ მ3) დაიკარგა. 

„რეფორმეტრის“ კვლევაში 2020 წლის დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ინდიკატორი ასახავს წყლის აღების ადგილიდან მისი გამოყენების, ან გადაცემის ადგილამდე ფილტრაციის, აორთქლების, გაჟონვის, ავარიის, ან სხვა მიზეზის შედეგად დაკარგული წყლის მოცულობას. 

ინფორმაციისთვის, „რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც შერჩეული ეკონომიკური რეფორმების ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობაა. 

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი