მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა

BM.GE
11.03.22 23:01
724
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯერ კიდევ ვერ ეწევა პანდემიამდელ დონეს, რაც ისედაც არ იყო მაღალი ქვეყნის პოტენციალთან შედარებით. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ შარშან საქართველოში მილიარდ 153 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდო, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. საქსტატის განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის - სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. ამასთან, FDI-ის 66% არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ რეინვესტირებაზე მოდის