მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი საქმის კურსში

BM.GE
01.12.20 14:55
1413
2021 წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1 იანვრიდან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი, რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით; კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია.

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპული-საქართველო; წევრი