მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს

BM.GE
01.08.20 00:19
685
2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები GMP-ს (კარგი საწარმოო პრაქტიკის) ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, GMP-ს დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურსს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს. დარგი ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის დასანერგად დროის გადავადების თხოვნით მიმართავს.

ამ ეტაპზე ფარმაცევტული ბიზნესი კონსულტაციების რეჟიმშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მათ GMP-ს დასანერგად დამატებითი დრო მიეცეთ. ამ ფორმატში სექტორი უწყებასთან მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც ბიზნესმა და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ეს საკითხი ინვესტორთა საბჭოზე რამდენჯერმე დასვა. პრემიერის დავალებით კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ბიზნესის გარდა, შედიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.