12.მაისი .2021 12:44

27 წელი ერთ კომპანიაში - ნათია ხაბეიშვილის ნარატივი

195
უკან

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლარი ფაქტობრივად 100%-ით გაუფასურდა, მედიკამენტების ფასი კი 50%-ითაც არ გაზრდილა" - PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ხაბეიშვილი „ქალების ნარატივში“

 

-27 წელია ერთ კომპანიაში მუშაობთ; ეს რა გამოცდილებასთანაა დაკავშირებული?

-გამიმართლა, რომ ისეთი სამსახური მაქვს, როცა სამუშაოდ წასვლა გიხარია. მე არ ვარ ერთადერთი ვინ ამ კომპანიასთან ერთად გაიზარდა. აქ არის განვითარების საშუალება.  PSP-მ მომცა საშუალება რომ არაერთი მიმართულებით მემუშავა. მე-20 საუკუნეში საქართველოში მარკეტინგი, PR ჯერ კიდევ უცხო იყო. იმ პერიოდში, ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, მათ სჭირდებოდათ მარკეტინგული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ისე გამოდიოდა, რომ სწავლის პერიოდში ვადარებდით, რამდენად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ აქტივობისას. ვფიქრობ, საქმიანობაში ღიაობა, კომუნიკაბელურობა დამეხმარა. მნიშნელოვანია როცა გესმის, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებ.

 

-ბოლო პერიოდში, მედიკამენტებზე საფასო პოლიტიკა თუ შეიცვალა?

-საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 80% შემოტანილი მედიკამენტებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძენილია უცხოურ ვალუტაში. დამოკიდებულება უცხოურ ბაზარზე და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ, ძალიან მაღალია. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.  ბოლო 10 წლის განმავლობაში, ლარი ფაქტობრივად 100%-ით გაუფასურდა, მედიკამენტების ფასი კი 50%-ითაც არ გაზრდილა. ზოგადად, PSP-ს ორიენტირი თავიდანვე იყო ევროპული ქარხნები, ევროპული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები. თავიდანვე იყო ჩადებული ის, რომ ახალი, თანამედროვე მიღწევები შემოგვეტანა და დაგვენერგა. გვინდოდა ქართველ მომხმარებელს მათ შორის, თავის მოვლის ტრენდულ საშუალებებზე ჰქონოდა წვდომა. ფიზიკურთან ერთად, გასათვალისწინებელია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც. დღეს უკვე სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა რეგიონალურ ცენტრში და ყველა კუთხეში შეუძლია მომხმარებელს იმავე ფასად, იმავე ხარისხის მედიკამენტი თუ თავის მოვლის საშუალება მიიღოს.  

 

-თავის მოვლის საშუალებებზე რამდენად ფიქსირდება მოთხოვნა?

-ვიტყოდი, რომ ქართველი ქალბატონები თავს უვლიან; პანდემიის პერიოდში მოლაპარაკებები არ შეგვიწყვეტია, თავის მოვლის საშუალებების ახალი ბრენდებიც დაგვემატა. ბოლო წლების პერიოდში აღსანიშნავია დეკორატიული კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი. გვაქვს სამკურნალო კოსმეტიკის ფართო არჩევანი. თავის მოვლის საშუალებები სხვადასხვა საფასო სეგმენტებშია წარმოდგენილი. 

 

-თქვენთვის რა შეიცვალა პანდემიის პერიოდში?

-საკუთარ თავზე გავიგე ალბათ ის, რომ შემიძლია ვიყო სკურპულოზური გარკვეულ საკითხებში; ამ რეალობამ, რომელშიც 2020-ში აღმოვჩნდით, გარკვეული ცვლილებები შეგვამატა. კომპანიის ორიენტირი ისევ მომხმარებელზეა, ამიტომ არ შეგვიწყვეტია არც ქსელის გაფართოება, არც ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა. PSP-ში მუდმივად სიახლის შექმნაში ვიღებდი მონაწილეობას და ამიტომაცაა, რომ ამდენი ხანია ამ კომპანიაში ვმუშაობ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ PSP-ს გარდა, ჩემი ინტერესია საგანმანათლებლო მიმართულება, აუდიტორიასთან, სტუდენტებთან კომუნიკაცია.






სტუმარი: ნათია ხაბეიშვილი - psp-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი