მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30UNDER30 - გზა ხარისხიანი განათლებისკენ ლიკა ოხანაშვილი

BM.GE
15.11.20 11:52
735
23 წლის ასაკში უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო და ახალ თაობას ხარისხიანი განათლების მიღებაში ეხმარებოდა, თუმცა უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყო მენტორობა. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც სამი წლის წინ, მან საკონსულტაციო კომპანია Key Consulting-ი დააფუძნა და დაიწყო არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში. ერთ სივრცეში გააერთიანა, მასწავლებლები და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მსურველი ადამიანები, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და მუდმივი სიახლეებისა და სწავლების განსხვავებული მეთოდების გამოყენებით, ეხმარება მათ სასურველი შედეგის მიღებაში. დღეს უკვე ახალ საფეხურზეც გადავიდგენ და საერთაშორისო პარტნიორებთან დაიწყეს ოლაპარაკება. პანდემიასაც ფეხი აუწვეს და ონლაინ სწავლება აამოქმედეს. ასე უფრო მეტ ადამიანს მისცეს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხოლო ამ ყველაფრის უკან, 29 წლის
ლიკა ოხანაშვილი დგას, რომელიც უკვე მეორე წელია, Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიაში სახელდება.

ლიკა ოხანაშვილი - Key Consulting, დამფუძნებელი.

#Forbesკვირა