24.იანვარი .2023 18:48

$3.5 მილიარდი მოგზაურობიდან - რამდენად სწორად ვითვლით შემოსავლებს?

118
უკან

2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო ანუ უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს - ეროვნული ბანკის ამ მონაცემებს გუშინ ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების წლიური სტატისტიკაც დააწია, რომლის თანახმად, შარშან საქართველოში 4 703 945 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 39.1%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ 2019 წელს. საერთაშორისო ვიზიტორების 60%-იანი აღდგენის ფონზე როგორ შეიძლება ითარგმნოს 3.5 მილიარდი - ეს არის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული თანხა, ინფლაციის ეფექტი თუ უფრო მიგრანტების შემოსავალი და რომელ ბაზრებზე უნდა გააკეთოს ქვეყანამ აქცენტი 2023 წელს?