მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 წლის წინ დაწყებული მაჭავარიანი-გელოვანის გზის მშენებლობა დასრულდა

BM.GE
01.06.23 23:20
238
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზა უკვე ექსპლუატაციაშია. 4 წლის წინ დაწყებული მაჭავარიანი-გელოვანის გზის პროექტის დასრულება 12-ჯერ გადავადდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი გზის მშენებლობას 2-ის ნაცვლად 4 წელი დასჭირდა მეწყრული პროცესები იყო, რომელიც ადგილზე 2 წლის წინ განვითარდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მონაკვეთი სრულად უსაფრთხოა და ამას უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ. პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.