22.მარტი .2021 18:36

4000 ლარი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველებისთვის

182
უკან

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ემიგრანტებისთვის პროგრამას იწყებს, რომლის მიზანიც ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება და ამისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. რას გულისხმობს თავად პროგრამა და რა დათქმით მიიღებენ ემიგრანტები სახელმწიფოსგან დახმარებას?