მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ათასამდე ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს / ლევან დავითაშვილი ბიზნესს პასუხობს

BM.GE
21.09.21 18:44
501
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წისქვილკომბინატებს პასუხობს. გუშინ საქმის კურსის ეთერში გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რასაც დარგს ფქვილისა და ხორბლის მთავარი მომწოდებელი ქვეყნის სატარიფო პოლიტიკა უქმნის. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასი ფსიქოლოგიურ ნიშნულს გასცდა. ერთი ტონა ხორბალი უკვე 300 დოლარზე მეტი ღირს. ხორბალზე ფასის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში დაბალ ფასად შემოდის ფქვილი, ხორბალზე მაღალი ფასის გამო კი აზრი ეკარგება ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობას. კერძო სექტორში საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ელევატორებმა მუშაობა შეაჩერონ და 5 ათასამდე ადამიანი, რომელიც დარგშია დასაქმებული, უმუშევარი დარჩეს. არსებულ პრობლემებზე სამსჯელოდ უკვე შექმნილია უწყებათასორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებით არის დაკომპლექტებული. დარგი ამ ჯგუფის მხრიდან სათანადო გადაწყვეტილებების მოლოდინშია. რას პასუხი აქვს ლევან დავითაშვილს წისქვილკომბინატების მხრიდან გამოთქმულ პრობლემებზე?