მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელიწადში დასაქმების პროგრამების საშუალებით 4397 პირი დასაქმდა

BM.GE
24.06.20 18:37
726
დასაქმების მაძიებელთა დიდი რაოდენობა და პროფესიების მოთხოვნა-მიწოდებას შორის შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი- სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ მოამზადეს ქართული ოცნების დეპუტატებმა კანონპროექტი „დასაქმების ხელშეწყობს შესახებ“, რომელიც მათ შორის გარკვეული კატეგორიის პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მექანიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ის, რაც სოფიო კილაძის მომზადებულ კანონპროექტში წერია და მოიცავს როგორც შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მექანიზმს, ისე სამუშაო ძალის მომზადება -გადამზადების პროგრამებს, ახალი ვალდებულება არ არის. ამ ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო აქამდეც ახორციელებდა. ელენე გოგბერაშვილი დაინტერესდა თემით და შეეცადა გაერკვია რამდენად ეფექტურია დღეს არსებული სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკა, რამდენად ერგება ის ბაზრის მოთხოვნებს და რამდენად უწყობს ხელს არსებული პროგრამები სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას?