მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

50-მილიონიანი ოფისი ეროვნული ბანკისთვის

BM.GE
14.10.19 14:29
889
პარლამენტის შენობიდან ეროვნული ბანკის შენობაზე გადავინაცვლოთ. სებს 50-მილიონიანი ოფისის მშენებლობაზე განმარტების გაკეთება მოუწია. გავრცელებულ განცხადებაში ცენტრალური ბანკი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ის დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და დღეს არსებული ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და, მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს. მათივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 2019 წლის 26 ივლისს კი განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, ცირკსა და ყოფილ რესტორან "არაგვს" შორის არსებული 8,779 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ახალი სათავო ოფისის აშენება სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება. სების ეს გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრმა. მოგვიანებით კი საკუთარი ფეისბუქ გვედზე მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღანელმა დაწერა, რომ ამ ტეოტირიაზე ეროვნული ბანკის შენობა არ უნდა აშენდებს.


სტუმარი: ირაკლი როსტომაშვილი - მენაშენეთა ასოციაცია; ხელმძღვანელი