მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520-ე დადგენილება - კლინიკებში ხელფასებს ამცირებენ

BM.GE
27.01.20 18:25
1315
სამედიცინო დაწესებულებები მთავრობის 520-ე დადგენილების პირველ შედეგებს იმკიან. რამდენიმე კლინიკის წარმომადგენლებმა BM.GE-სთან უკვე განაცხადეს, რომ ხელფასები შეამცირეს, ნაწილმა კი ადმინისტრაციული მიმართულებით თანამშრომლები დაითხოვა. ეს იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ დავალიანებები ჯერ ბოლომდე არ გაუსტუმრებია.