მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

65 სართული და 155,000 მ² - ივანიშვილის ახალი პროექტი თბილისის ცენტრში

BM.GE
19.01.23 18:42
640
ლაგუნა ვერეს ტერიტორიას ,,ქართუ ფონდი" თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე კი მასშტაბური პროექტის განვითარებას გეგმავს. საქალაქო ურბანულ სამსახურს, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ “კოსტავას 69”-მ უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც გმირთა მოედნის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება, რომლის საერთო ფართობი 155 588 კვადრატული მეტია. არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომლიდან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. ანუკა ჯოხაძე გაეცნო ჯგუფის მიერ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის წარდგენილ გეგმარებით დავალებას და პროექტის დეტალებით ის გვიერთდება პირდაპირ ეთერში.