მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ივლისს თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

BM.GE
07.06.23 10:44
158
ზუსტად ერთ თვეში 7 ივლისს თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანიც არის ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ. 

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps. 

სტუმრები: ნინო გვაზავა - HT Solutions -ის გენერალური დირექტორი;
გიგა შუბითიძე - თიბისის SDLC ექსპერტების გუნდის ლიდერი.