მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7R - ეკომეგობრული სოციალური საწარმო

BM.GE
28.04.21 10:41
703
ამ წლის დასაწყისში ფორბს ჯორჯიას ინგლისურენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გურამ გვასალია სხვა ბევრ თემასთან ერთად საუბრისას პანდემიის შემდგომ, ზედმეტი წარმოების საკითხთან დაკავშირებულ პროგნოზებისას ამბობს, რომ არც ერთ ადამიანს არ სჭირდება იმდენი ტანისამოსი, რამდენსაც კაცობრიობა მოიხმარს.

ადამიანების უმეტესობა ახალ ტანსაცმელს არ ყიდულობს იმიტომ, რომ მათ არაფერი აქვთ ჩასაცმელი, ან ფეხსაცმელს ნახვრეტები აქვს – ტანსაცმლის ყიდვის მიზეზი ფსიქოლოგიურია. ტანისამოსის წარმოების ინდუსტრია გარემოსათვის ძალიან საზიანოა – ის გლობალური დათბობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

რეალურად ქსოვილების ნარჩენების წარმოქმნა მსოფლიოში რიგით მეორე ადგილზეა და რესურსების არამდგრადი გამოყენების გამო ყოველწლიურად წარმოქმნილი ტექსტილის 85% ნაგავსაყრელზე ხვდება. პანდემიის პირობებში შემცირებულმა მობილობამ ნათლად აჩვენა რამდენად მნიშნელოვანია ეკომეგობრული საქმიანობა ამ ინდუსტრიაშიც?

სტუმრები: ქეთევან ჩაჩავა - CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი და "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე;
მარი ბენდელიანი - გარემოსადაცვითი სოციალური საწარმო 7R, დამფუძნებელი.