მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართავს

BM.GE
10.03.21 23:27
660
“ვეკითხები ხელისუფლებას, მინისტრებს, თუ გაქვთ რეგულაციის დოკუმენტი, იქნება ჩვენც მოგვაწოდოთ, რა იქნება მესამე ტალღის დროს, ისევ ხურავთ ბიზნესს? - ამ სიტყვებით დღეს საქმის კურსის ეთერში საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მიმართა. სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ბიზნესისთვის აუცლებელია იცოდეს გეგმა, თუ რას აპირებს მთავრობა, რადგან მოუმზადებლობის შემთხვევაში კერძო სექტორი მესამე ტალღას ვერ გაუძლებს. „გავანადგურებთ მცირე და საშუალო ბიზნესს და შეგვრჩება ცარიელი ბიუჯეტი”- ამბობს ჭუმბურიძე. მე აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედმა 8 ბიზნეს ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა მთავრობის მისამართით. რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს სხვადასხვა სექტორს?