მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 წელი ერთი სატარიფო პოლიტიკა - საყოველთაო ჯანდაცვა ანალიტიკა - 08.07.2022 - გადაცემა სრულად

BM.GE
08.07.22 17:09
578
რეანიმაციის სტანდარტის შექმნა და დრჯ სისტემის დანერგვა ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სამედიცინო სექტორის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი – ჯანდაცვის ასოციაციამ მორიგი განცხადება გაავრცელა.

ასოციაციაში შემავალი 130-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებით კი, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.

განცხადების მიხედვით, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, გავლენას ახდენს მედპერსონალის ანაზღაურებაც, რომელიც, „უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა. ამასთან, კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასის გათვალისწინებით, არჩევანის შეჩერება უწევთ შედარებით იაფფასიან სახარჯ მასალებზე. 

ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სამინისტროსგან ახალ ტარიფებთან დაკავშირებით პასუხს ივლისში მიიღებენ. თუ ასე არ მოხდება, კლინიკების ნაწილმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვოს.