18.ოქტომბერი .2021 09:06

„აბულმუგის“ აბანოს გადატანა წარმატებით დასრულდა

119
უკან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები კერძო კომპანია „ბაგინეთი პლუსმა“ შეასრულა. აღნიშნულ პროექტი კი კომპანია „არემჯი გოლდმა“ დააფინანსა. „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანის სამუშაოებში ქართველმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ძეგლების ადგილმონაცვლეობა მიღებულია, თუმცა, საქართველოში ეს პირველად „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით განხორციელდა და წარმატებით დასრულდა.