მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფის" პროექტები

BM.GE
07.02.20 12:23
1389
სულ ცოტა ხნის წინ „აჭარა ჯგუფმა“ კოხტა-მიტარბში, ახალი, გამორჩეული დიზაინის და ძალიან საინტერესო კონცეფციის, გარემოზე ზუსტად მორგებული სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გახსნა, რომელიც მსგავსად აჭარა ჯგუფის დანარჩენი სასტუმროებისა, დამფუძნებელ თემურ უგულავას აქტიური ჩართულობით განხორციელდა.


ახალი სასტუმრო, რომელიც Ski-in და Ski-out კონცეფციით მუშაობს, კოხტაგორას საბაგიროსთან მდებარეობს და სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე მასპინძობს. ზამთარში სრიალის მოყვარულებს სკი დეპოს მომსახურებას სთავაზობენ და სტუმრებს მისთვის პრიორიტეტული კონცეფციის – “ფერმიდან მაგიდამდე” მიხედვით მომზადებულ კერძებს დაახვედრებენ. დიზაინი, კონცეფცია, მომსახურება და ხარისხი აჭარა ჯგუფის შესაფერია.

სტუმარი: ლევან ბერულავა - "აჭარა ჯგუფის" მმართველი დირექტორი