მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის საინვესტიციო პროექტები

BM.GE
29.01.20 10:44
649
2019 წლის ანგარიშისას აჭარის მთავრობამ საინვესტიციო პორტფელის მოცლობა 4 მილიარდი ლარი მოითვალა. ეს არის 2019 წლის ახალი, ასევე წინა წლებში დაწყებული და 2019 წელს მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება. მაჩვენებელში შედის ყველა პროექტი, რაზეც ხელშეკრულება გაფორმებულია აჭარის მთავრობის მიერ, ან 2019 წელს გაცემულია სამშენებლო ნებართვა.

აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები, კონკრეტული ინვესტიციის მოცულობის მითითებით. აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, რეგიონში ბოლო 1 წელში, 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა და არ არის არც ერთი შეჩერებული მსხვილი საინვესტიციო პროექტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის წლის 9 თვის მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


სტუმარი: თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე