მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარისწყალი ჯორჯიას” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

BM.GE
15.12.20 09:18
655
სიახლეები კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას მენეჯმენტში, სადაც აღმასრულებელ დირექტორად რაკეშ ნაიკი დაინიშნა. ენერგო სექტორში რაკეშ ნაიკის წარმატებული კარიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან TATA POWER-თან არის დაკავშირებული. თავდაპირველად ის შუახევი ჰესის პროექტს შემოუერთდა, როგორც ოპერირების დირექტორი, 2020 წლის შემოდგომიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. რაკეშ ნაიკმა უზრუნველყო შუახევი ჰესის წარმატებით და ტექნიკური გამოწვევბის გარეშე ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესის ოპერირების ფაზაზე, იგი მართავს საოპერაციო, უსაფრთხოების, გარემოსდაცვით და სოციალურ პროცესებს. მისი სურვილია კიდევ უფრო გაუნჯობესდეს სოციალური და ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის საკითხები. რაკეშ ნაიკი ამბობს, რომ კომპანია ოპერირების ეტაპზეც ლიდერია ენერგო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით. ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგო პროექტი შუახევი ჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში.