მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB სამი პარკის სარეაბილიტაციო თანხებს გამოყოფს

BM.GE
21.05.20 09:24
664
თბილისი მასშტაბური საქალაქო პარკებით და მწვანე სივრცეებით მსოფლიოს ბევრ ქალაქს ნამდვილად ვერ შეეჯიბრება, უფრო მეტიც ბოლო წლებში ქაოტურმა განაშენიანებამ თბილისი კიდევ უფრო გაანაცრისფერა. ამის პარალელურად კი მაინც ხშირად გვესმის რომ თბილისის მერიისთვის ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა, დაანონსებულა არაერთი საქალაქო პარკის მოწყობის პროექტიც, კონკრეტული პარკების შემთხვევაში სამუშაოები ფინალს უახლოვდება, თუმცა მაინც გვაქვს ისეთი ლოკაციები, სადაც დაანონსებული საქალაქო პარკების მოწყობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. რა ხდება დღეს თბილისში, სად შეძლებთ ქუჩის ხმაურისგან მწვანე რეკრეაციულ ზონაში დასვენება და რას გეგმავს თბილისის მერია დაანონსებულ საქალაქო პარკებთან დაკავშირებით?