18.ოქტომბერი .2019 12:36

აეროპორტში მგზავრებს Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან

404
უკან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან. კომპანია, აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება. აეროპორტში განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცი კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთვევაში, თუკი მზგავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპნია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.