მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქარი" და მთავრობის გეგმები - უპასუხო კითხვები

BM.GE
08.04.20 18:26
689
„აგარის შაქარი“ ამუშავდება - ეს დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს 8 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ მისცა. როგორ მოხდება ეს ამბავი ან რატომ დადგა ამის აუცილებლობა, დეტალებზე პრემიერს არ უსაუბრია. ნათია თურნავამ კი დავალება მიიღო და პირობა დადო, რომ "აგარის შაქრის" კომბინატი, სავარაუდოდ, 2 თვეში ამოქმედდებოდა. როგორ ამოქმედდება ქარხანა, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე ბაზარზე არსებული კონკურენციის მიზეზით დაიხურა?