მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღმოჩდნენ თუ არა ლოკალური IT კომპანიები შეღავათების მიღმა?

BM.GE
25.11.20 18:21
730
საქმის კურსმა გადაწყვიტა მოეკითხა საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს, რაც როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას გულისხმობს, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ სტატუსის მოპოვება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, უშუალოდ ეწეოდნენ დადგენილებაში ზუსტად განსაზღვრულ IT მომსახურებას. როგორც ირკვევა, ყველაფერი, როგორც საჯარო განცხადებებიდან და მათ შორის შესაბამისი დადგენილებიდან იკითხება, პრაქტიკაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. მთავრობამ, ისე რომ მთავარ დებულებაში არაფერი შეუცვლია, მიმართვის განაცხადის ფორმა ისე შეცვალა, რომ ლოკალური IT კომპანიები შეღავათის მიღმა აღმჩნდნენ.