მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

agrogate.world - პლატფორმა რეგიონული აგროტურიზმისთვის

BM.GE
14.04.21 10:50
635
ორი დღის წინ უდაბნოში აყვავეულ ნუშის ბაღებში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით პანელური დისკუსია ღია ცის ქვეშ წარმომადგენლობითი შემადგენლობით და ძალიან საინტერესო თემის გარშემო - „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა. საინტერესო სიახლე იყო ახალი პლატფორმის პრეზენტაციაც agrogate.world. ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტულ ობიექტებს გააერთიანებს და ონლაინ პლატფორმის დახმარებით, ტურისტს საშუალება ექნება დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი.

სტუმარი: ნინო ზამბახიძე - "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", თავმჯდომარე