მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა

BM.GE
02.03.23 09:31
448
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი აქტიურადაა ჩართული აგროსექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, აგროსექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში, განსაკუთრებით კი ‒ მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით განიხილეს. შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენელი, ალექსანდრე მელქაძე გამოვიდა, რომელმაც აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ფორუმზე Galt & Taggart-მა კვლევა წარადგინა, რომელიც ბაზრის ტენდენციებს ეხებოდა. შეხვედრის ბოლოს კი პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში ბაზარზე არსებული გამოწვევები განიხილეს.