მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა

BM.GE
09.02.21 15:07
453
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დღეს განმარტა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელიც აგროტურიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მოგვიანებით კანონპროექტის ინიციატორი გახდა, ჩარჩო დოკუმენტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მოუმზადა. მაშინ აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინა და კანონპროექტი წარადგინა. მისაღებია თუ არა დავით სონღულაშვილის არგუმენტი დაინტერესებული მხარეებისთვის?

სტუმარი: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე