მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

BM.GE
07.12.22 11:09
438
ტემპერატურის კლებასთან ერთად, მძღოლებისთვის აქტიური სამზადისის დრო დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მეტია, შესაბამისად, დამეთანხმებით ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა. სწორედ ამას უპირისპირდება „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც მძღოლებს ზამთრისთვის ავტომობილის გამართვისკენ და ცივი სეზონის მშვიდად, ზედმეტი ექსცესების გარეშე გატარებისკენ მოუწოდებს. რა არის თეგეტა მოტორსის ახალი კამპანიის მთავარი გზავნილი?

სტუმრები: ნინო ბეგიაშვილი - „თეგეტა მოტორსის“ უფროსი მარკეტინგის მენეჯერი;
თენგო ლელუჩაშვილი - „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი;