მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა Kindle Scribe-ი წარმოადგინა

BM.GE
07.10.22 08:29
247
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა უახლესი ელექტრონული წამკითხველი, Kindle Scribe-ი წარმოადგინა. ახალ Kindle-ს, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება და $339 ეღირება, 10.2-ინჩიანი ეკრანი და ციფრული ფანქარი აქვს, რომელიც მოწყობილობას მაგნიტების საშუალებით უმაგრდება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტექნოლოგიის მქონე ელექტრონულ წამკითხველებს Amazon-ის კონკურენტი კომპანიები, Rakuten Group-ი და Remarkable-იც აწარმოებენ.