მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმის პასუხი საჯარო შეთავაზებას

BM.GE
03.04.20 12:16
626
ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები ისედაც მნიშვნელოვანი საჭიროება იყო ქვეყნისთვის და კრიზისში მსხვილი პროექტის გარანტირებული არსებობა ალბათ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობით გამჩნდება. ამასობაში კორონავირუსის თემის გააქტიურების პარალელურად მთავრობის და შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ფოთის ფორტში APM ტერმინალისთვის გაფართოვებაზე ნებართვა გაიცა.

APM Terminals განმარტავს, რომ პირველი საფეხურის ნებართვის მიღება მხოლოდ პროცესის დასაწყისია და შემდეგი საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება. “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვალს ხელახლა მიმართა ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს. “ ეს იყო განცხადებაში რომელსაც ხელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი მაკელდ მოსგაარდ ქრისტენსენი აწერს.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვის მიღების პროცედურა თავდაპირველად 2019 წელს დაიწყო და პირველადი ნებართვა მიიღო კიდეც, რის გამოც მაშინ შეშფოთება გამოხატა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა. მალევე პრემირთან დასმულ კითხვაზე გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ რომ ფოთის პორტის განვითარება შეზღუდულია და ანაკლიის პორტი სტრატეგიულ პროექტად რჩება.