მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკა - 03.07.2020_13:40 - გადაცემა სრულად / ყურძნის ფასის სუბსიდირება

BM.GE
03.07.20 15:20
1357
2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.

ასევე ვიცით, რომ გაგრძელდება ყურძნის ფასის სუბსიდირება და ამ მიმართულებით წელს 60 მილიონი ლარი იხარჯება. თვითონ ის ქვეპროგრამა - მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - შარშანდელ 17 მილიონ ლართან შედარებით, წელს გადასახადების გადამხდელებს დაახლოებით 4-ჯერ ძვირი გვიჯდება.

რომელ პრობლემებს ეხიდება სახელმწიფო ღვინის სექტორში და რა გავლენა იქონია ამ ბიზნესზე კოვიდ-19-მა?

სტუმრები: გედევან დარასელია -„აქტო“ ჯგუფის ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფში შემავალი -მეღვინეობა „აგუნა“-ს დირექტორი

ნუცა აბრამიშვილი - „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი