მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ANOVA: გამოკითხულთა 15%-ს ფული საჭმელზე არ ჰყოფნის-კვლევის დეტალებით ელენე ყანდაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
20.01.21 10:38
472
კოვიდ 19-მა მსოფლიოს ყველა წერტილში მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. პანდემიის პირობებში, ჯანმრთელობის გარდა, ბევრი ადამიანისათვის ყოველდღიური საფიქრალი მათი ეკონომიკური მდგომარეობაც გახდა - ბევრმა დასაქმებულმა სამსახური დაკარგა, თვითდასაქმებულმა - შემოსავლის წყარო, უმუშევარმა კი სამუშაოს პოვნის იმედი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე იზრდება, იცვლება ადამიანების დამოკიდებულებაც. თუკი მოსახლეობის ნაწილს, თავდაპირველად, კორონავირუსი არაფრად მიაჩნდა, დღეს ვითარება საგრძნობლად შეცვლილია, რადგან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა ვირუსის სიმძიმე. მარკეტინგულმა კვლევითმა კომპანია ,,ანოვამ’’ ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 572-მა მოქალაქემ მიიღო.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 69% ღელავს კორონავირუსის გავრცელებაზე საქართველოში, თუმცა ღელვის თვალსაზრისით, განსხვავება დაფიქსირდა ასაკის, სქესისა და სამუშაო სტატუსის მიხედვით. ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებაზე კაცებზე მეტად - ქალები ღელავენ. ხოლო რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, დადგინდა, რომ ღელვის დონე განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში - 55 წლის და მეტი ასაკის კატეგორიაში მყოფი ადამიანები ყველაზე მეტად განიცდიან შექმნილ სიტუაციას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდ 19-ის გამო საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე უფრო მეტად ღელავენ პენსიონერები და უმუშევრები. გარდა ამისა, კვლევითი ორგანიზაცია დაინტერესდა თუ რა არშინებს მოსახლეობას და როგორც ირკვევა, გამოკითხულთა უმეტეს ნაწილს კორონავირუსით დაინფიცირებაზე მეტად საკვებ პროდუქტებზე და ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასების ზრდა აშინებს, ხოლო ამის შემდეგ - დოლარისა და ევროს ღირებულების ზრდა.

სტუმარი: ელენე ყანდაშვილი - კვლევითი კომპანია „ანოვა“, რაოდენობრივი კვლევის ანგარიშის ანალიტიკოსი