მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკრიზისული საზედამხედველო გეგმა ბანკებისთვის - პაპუნა ლეჟავა საქმიან დილაში

BM.GE
03.04.20 12:12
603
კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქდება - ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 1,6 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სექტორში არ დგას ლიკვიდობის პრობლემა, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია ეკონომიკას საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი მიაწოდოს. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნულ ბანკს აქვს ადექვატური მოცულობის უცხოური ვალუტის რეზერვები, რომელსაც ასევე დაემატება ახლო პერიოდში მოსალოდნელი სავალუტო შემოდინებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

სტუმარი: პაპუნა ლეჟავა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი