მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპირებს თუ არა მთავრობა ბენზინის სუბსიდირებას?

BM.GE
21.02.22 12:12
426
საწვავის ფასი საქართველოში და მსოფლიოში. ეს არის ალბათ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ფასის ცვლილება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანისთვის სენსიტიურია. საწვავის გაძვირება აძვირებს ტრანსპორტირებას, შესაბამისად, გადაზიდვებს და შესაბამისად, ყველაფერს, დაწყებული სურსათით, დასრულებული ავტომობილებით, თუ ტანსაცმლით. 

ფუნდამენტურმა და გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა კი ნავთობი მხოლოდ მიმდინარე წელს 20%–ით გააძვირა, რაც 2014 წლის შემოდგომის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ფასი 90 დოლარს გადასცდა ბარელზე და ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%–ით მეტია. ანალიტიკოსები, პროგნოზირებენ, რომ ბარელზე ნავთობის ფასი 100 დოლარს მიაღწევს. და ეს მხოლოდ დროის საკითხია. 

სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე;