მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple თანამშრომლებს $80-120 ათასიან ბონუსებს ურიცხავს

BM.GE
30.12.21 08:53
357
კომპანია Apple თანამშრომლებს ბონუსად, 80,000-120,000 აშშ დოლარს ურიცხავს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ბონუსები მაღალკვალიფიციურ ინჟინრებზე ოთხი წლის განმავლობაში გაიცემა და მათ ეფლში დარჩენას წაახალისებს. ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. უფრო კონკრეტულად კი, უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიური გიგანტები სილიკონ ველიდან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდების მიზიდვას ცდილობენ და კონკურენტები, არ უშვებენ შანსს ნიჭიერი ახალგაზრდები თავიან კომპანიაში გადაიბირონ. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ განსაკუთრებით გამძაფრდა კონკურენცია ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის და ამიტომაც გაიზარდა ბონუსებიც.