მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Appropriations Bill: 2021 რას ნიშნავს დათქმები საქართველოსთვის?

BM.GE
10.07.20 11:33
782
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოსთვის 2021 წლის განმავლობაში გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში დამატებითი განმარტებები შეაქვს. კომიტეტის თავმჯდომარის, ნიტა ლოუვის მიერ წარდგენილი დოკუმენტის (Bill Report) თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ კანონპროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების პროგრესის შეფასების დროს უნდა შეაფასოს ის, თუ რამდენად ეფექტურად ხდება საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია; რამდენად არის დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; რამდენად ეფექტურია აუცილებელი პოლიტიკა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; რამდენად არის დაცული სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის დამოუკიდებლობა; რამდენად ზღუდავს ოლიგარქთა არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე,"- ეს არის ნათქვამი დოკუმენტში.

სტუმარი: ერეკლე ურუშაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", ანტიკორუფციული პროგრამების ხელმძღვანელი