14.ივლისი .2020 18:31

აპრილ-ივნისის მონაცემები - თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 66%-ით $141 მილიონამდე შემცირდა

228
უკან

ივნისის თვეში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა - ამის შესახებ კოლიერსის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, თბილისში 2020 წლის ივნისის თვეში 2,117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის ორნახევარჯერ მეტია. ამასთან, კვლევის მიხედვით მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან. კიდევ რა ტენდენციას აჩვენებს კოლიერსის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა?