მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში “ექსპო ჯორჯია” უძრავი ქონების ექსპოს მასპინძლობს

BM.GE
13.02.23 12:12
284
აპრილში თბილისი უძრავი ქონების ექსპოს მასპინძლობს. 28-30 აპრილს "ექსპო ჯორჯიაში", უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ტარდება რომელიც ერთ სივრცეში სამ მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს, - მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა, უძრავი ქონების გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო საბროკერო კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართება. 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი ვახშამი ინვესტორების, დეველოპერების, ბროკერების, საკონსულტაციო, სამშენებლო კომპანიებისა და მასალების მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებისთვის. კვირეულის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყობა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები, ჩატარდება ტრენინგები და სხვა დარგობრივი შეხვედრები.

სტუმარი: რესან ქიქავა - „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი;