მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქცია: „გააუქმეთ კომენდანტის საათი!“ - ალექსანდრე გიორგიძე საქმიან დილაში

BM.GE
23.03.21 11:23
754
სახალხო მოძრაობა #სოცაფეთქების ორგანიზატორებმა მთავრობის კანცელარიასთან "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით უქმეებზე აქცია გაიმართეს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, დღეს არსებული შეზღუდვის - „კომენდანტის საათის“ გამო, პოტენციური ტურისტები საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ. გიდების გაანგარიშებით კი, დღეს არსებული ავიარეისებით საქართველოში, აპრილში, მოგზაურობის მიზნით 1 500 ვიზიტორი შემოვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში 2 500-3 000 გიდი მუშაობს. ცნობისთვის, #სოცაფეთქების მიერ ორგანიზებული აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - აქცია “გაუქმდეს კომენტანდის საათი”, ორგანიზატორი. გიდი