მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქცია კანცელარიასთან - „გადავარჩინოთ ტურიზმი“ - რას ითხოვს ინდუსტრია?

BM.GE
15.07.20 18:20
804
„გადავარჩინოთ ტურიზმი“ - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. აქციის ორგაიზატორებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. მთავარი მოთხოვნა კი ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, 14 დღიანი კარანტინის გაუქმება და და რეგულარული ავიამიმოსვლის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენაა. ორგანიზატორების თქმით, მათ კარგად ესმით რისკები, რომელიც საზღვრების გახსნას ახლავს, მაგრამ ქვეყანა სულ ჩაკეტილი ვერ იქნება.