მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქცია პარლამენტთან - ბავშვთა გასართობი ცენტრები ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ

BM.GE
22.10.20 23:23
747
დღეს ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიები დღეს უწყებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებოდნენ. მათი თქმით, ბოლო ერთი თვეა ბავშვთა გასართობ ცენტრებს კომუნიკაცია აქვთ როგორც აწარმოე საქართველოსთან ისე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. იყო დაპირებებიც, თუმცა როგორც ბიზნესი ამბობს, ისინი არ შესრულდა.