მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არალეგალური თამბაქოს ბაზარი - თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვას ითხოვს

BM.GE
05.06.20 00:40
830
თამბაქოს ინდუსტრია ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიის გადახედვას და სექტორისთვის აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის საჭიროებაზეც საუბრობს. ბიზნესი ამბობს, ბოლო პერიოდში კონტრაბანდული თამბაქოს რაოდენობა გაზრდილია და ამის მთავარი განაპირობებელი ფაქტორი სააქციზო პოილიტიკაა, რაც მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას, ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს იგივე პროდუქტი.