მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არასტანდარტული ვაშლის რთველი“ - რა გვიჯდება სუბსიდირება?

BM.GE
20.09.22 18:24
431
რა თანხები იხარჯება ნედლეულად ვარგისი ვაშლის შესყიდვისთვის თადადაფინანსებისთვის და რამდენად სწორია ამ ტიპის სუბსიდირების პროექტები, საქართველოში, ვაშლის კრეფა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, მოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია. მათ შორის გაიზარდა არასტანდარტული ვაშლის რაოდენობაც, რომლის რეალიზებაში ფერმერებს სამთავრობო პროგრამა ეხმარება.. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი 11 დღეა მიმდინარეობს და ამ დრომდე საწარმოებმა 4 ათას ტონამდე ვაშლი ჩაიბარეს. სოფლის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ სუბსიდირების პროგრამა აუცილებელია, რადგანაც სუბსიდირების გარეშე ათიათასობით ტონა ვაშლი უბრალოდ დაუკრეფავი დარჩებოდა.