მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა მზის და ქარის ენერგია ჰიდროენერგეტიკის ალტერნატივა?

BM.GE
12.02.21 18:27
907
ენერგეტიკის სექტორი შემცირდა. აიდიეფაის მიერ გამოქვეყნებული საკმაოდ მოცულობითი კვლევის მთავარი მიგნება ის არის, რომ 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გენერაცია 5.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, მაღალი დეფიციტის დასაბალანსებლად შარშან 59 მილიონი ამერიკული დოლარის წმინდა იმპორტი დაგვჭირდა. ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ არის შემცირებული. სხვათაშორის, ესეც კავშირშია სიღატაკის იმ მაჩვენებელთან, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით - ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს. დღეს შევხედოთ, რას შეიძლება გულისხმობდეს მათ შორის, პანდემიის პირობებში, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან მხარდაჭერილი გზავნილი - აითვისეთ განახლებადი ენერგიის პოტენციალი. როგორც დღეისთვის ბოლო სიუჟეტზე, რომელსაც მე დაგიტოვებთ, მუშაობისას საქართველოს კაპიტალმა მოგვწერა სტაბილური ენერგო სისტემის განვითარებაზე შეუძლებელია ვიმსჯელოთ მხოლოდ რომელიმე ერთი წყაროს განვითარებით - საჭიროა განვითარდეს, როგორც ჰიდროს, ისე ქარის და მზის მიმართულებები. თავად დაფიქრდით: მზის პანელებით ენერგიის გამომუშავება არ ხდება ღამით, ქარის სადგურები ჩერდება უქარო ამინდისას, ჰიდროს გამომუშავება მცირდება ზამთარში. რამდენად უნდა განვიხილოთ ეს მიმართულებები ერთმანეთის ალტერნატივად?